მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორის გრიგორი როდჩენკოვის წიგნმა ლიტერატურული პრემია მიიღო

15:41, 07.12.2020

მოსკოვის ანტისადოპინო ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორმა გრიგორი როდჩენკოვმა ლიტერატურული პრემია მიიღო თავისი წიგნისთვის, რომელიც რუსულ სპორტში გამეფებულ დოპინგ-სისტემაზე მოგვითხრობს.

როდჩენკოვმა წიგნი ზაფხულში გამოსცა და მისი სახელწოდებაა – „როდჩენკოვის საქმე. როგორ დავანგრიე პუტინის საიდუმლო დოპინგ-იმპერია“. როგორც ჩააგენტო „როიტერი“ წერს, როდჩენკოვის წიგნმა მიიღო ჯილდო – „წლის საუკეთესო სპორტული წიგნი“. ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის რუსმა 40 ათასი დოლარი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ როდჩენკოვის ისტორია საფუძვლად დაედო დოკუმენტური ფილმს „იკაროსი“, რომელმაც 2017 წელს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ დაიმსახურა.

მსგავსი