დერონ ვინმა ჩაგდებული დოპინგ ტესტის გამო 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
დერონ ვინმა ჩაგდებული დოპინგ ტესტის გამო 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის (middleweight) მებრძოლმა დერონ ვინმა დოპინგ ტესტი ჩააგდო. ნევადის სპორტსმენთა კომისიამ (Nevada Athletic Commission) აკრძალული ნივთიერება ამფეტამინის გამოყენებისთვის 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ვინს ასევე ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს ($1800).

აკრძალული ნივთიერების გამოყენება დერონ ვინს 7 მარტის ღონისძიების შემდეგ გამართული ტესტირების შემდეგ დაუდგინეს. მას ოქტაგონზე გასვლა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შეეძლება.