„აიაქსის“ ძირითად მეკარეს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს დოპინგის მიღების გამო
„აიაქსის“ ძირითად მეკარეს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს დოპინგის მიღების გამო

„აიაქსისა“ და კამერუნის ნაკრების მეკარეს ანდრე ონანას უეფამ 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, – წერს ამსტერდამული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

დოპინგტესტმა, რომელიც კამერუნელმა 30 ოქტომბერს ჩააბარა, დადებითი შედეგი აჩვენა აკრძალულ პრეპარატ ფუროსემიდზე.

დისკვალიფიკაცია ძალაშია ხუთი თებერვლიდან და გავრცელდება ყველა ტურნირზე – როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

„30 ოქტომბერს, დილით ონანამ თავი ცუდად იგრძნო. მან წამლის მიღება გადაწყვიტა, მაგრამ შეცდომით მიიღო მედიკამენტი, რომელიც მის ცოლს გამოუწერეს. საბოლოოდ, სწორედ ამან გამოიწვია უეფას მხრიდან სასჯელი.

გარდა ამისა, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ონანას ტყუილის თქვა არ უფიქრია. თუმცა, მიაჩნია, რომ ანტისადოპინგო წესების საფუძველზე, სპორტსმენი ვალდებულია თვალი ადევნოს იმას, რომ აკრძალული ნივთიერება არ მოხვდეს მის ორგანიზიმში“, – წერია განცხადებაში.

24 წლის ონანა და „აიაქსი“ აპელაციის შეტანას აპირებენ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.