გერმანიის პოლიციამ სადოპინგო ქსელი გამოააშკარავა
გერმანიის პოლიციამ სადოპინგო ქსელი გამოააშკარავა

გერმანიის პოლიციამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე ჩატარებული რეიდისას სადოპინგო ქსელის მოქმედება გაშიფრა.

როგორც გერმანული პრესა წერს, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ცხრა ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მსხვილი მასშტაბებით დოპინგის ვაჭრობაში. პოლიციელებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ავტოფარეხში ლაბორატორია აღმოაჩინეს. იქ ინახებოდა აკრძალული პრეპარატები, რომელთა შორის იყო ანაბოლური სტეროიდების ათასზე მეტი ამპულა, ნარკოტიკები, მსხვილი თანხა და პისტოლეტი.

ასევე იტყობინებიან ეჭვმიტანილთა ასაკს – 23-დან 40 წლამდე. მათ რამდენიმე მუხლით შეიძლება ბრალი წაუყენონ: დოპინგის შენახვა და გავრცელება, ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვა.