პოლ პოგბამ, შესაძლოა, „იუვენტუსი“ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვოს #1TVSPORT
პოლ პოგბამ, შესაძლოა, „იუვენტუსი“ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვოს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მენეჯერები ფრანგ ნახევარმცველთან კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავენ, – იუწყება ნიკოლო სკირა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლ პოგბას დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო, დიდი უსიამოვნებები ელოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი განმეორებით ტესტსაც ჩააგდებს.

ნიკოლო სკირა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე „იუვენტუსმა“ პოგბას ანაზღაურების გადახდა შეუწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს სისხლში ტესტოსტერონის დაუშვებლად მაღალი კონცენტრაცია აღენიშნებოდა, რაც რამდენიმეწლიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

პოლ პოგბა „იუვენტუსის“ რიგებს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და ტურინელთა შემადგენლობაში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა.