გერმანელ ექიმს დოპინგთან მანიპულაციების გამო, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა
გერმანელ ექიმს დოპინგთან მანიპულაციების გამო, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

მიუნხენის სასამართლომ სპორტსმენებს შორის დოპინგის გავრცელების საქმესთან დაკავშირებით ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა გერმანელ ექიმს მარკ შმიდტს.

როგორც გაზეთი Sueddeutsche Zeitung წერს, ექიმი დამნაშავედ სცნეს 24 ეპიზოდში, აგრეთვე, სპორტსმენებს შორის პრეპარატების მიყიდვის ორ შემთხვევაში.

მას აუკრძალეს სპეციალობით მუშაობა სამი წლის განმავლობაში, აგრეთვე, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 158 ათასი ევროს ოდენობით.

გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, 2011-19 წლების პერიოდში ექიმი დოპინგის გამოყენების საშუალებას აძლევდა სპორტსმენებს, მათ შორის, პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს ჩემპიონატებისა და ტურ დე ფრანსის მონაწილეებს.

სპეციალისტი 2019 წლის თებერვალში დააკავეს ქალაქ ერფურტში მის ჩატარებული ჩხრეკის დროს.