რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ისრაელის პასპორტი მიიღო
რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ისრაელის პასპორტი მიიღო

რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ისრაელის პასპორტი მიიღო. ებრაული სააგენტოების ცნობით, ლონდონის „ჩელსის“ მფლობელის პირადი თვითმფრინავი თელ-ავივის აეროპორტში დაეშვა, სადაც მან ისრაელის მოქალაქის პასპორტი მიიღო.

როგორც ებრაული მედიასაშუალებები წერენ, აბრამოვიჩმა ისრაელში საცხოვრებლად გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუს მილიარდერს დიდი ბრიტანეთის ვიზის გახანგრძლივებაზე უარი უთხრეს.

ებრაულ მედიის ცნობით, აბრამოვიჩმა თელ-ავივში მდებარე სახლი 100 მილიონ დოლარად შეიძინა.

რომან აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ვიზის ვადა გასულ კვირას აღარ გაუხანგრძლივეს. ბრიტანული მედია წერდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მას შემოსავლების კანონიერების დადასტურება მოსთხოვა.