„ფაინენშალ თაიმსი“ - რუსეთის პრეზიდენტმა პირადად დაადასტურა რომან აბრამოვიჩის ჩართულობა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში
„ფაინენშალ თაიმსი“ - რუსეთის პრეზიდენტმა პირადად დაადასტურა რომან აბრამოვიჩის ჩართულობა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირადად დაადასტურა რომან აბრამოვიჩის ჩართულობა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში.

წყაროს ინფორმაციით, პუტინის თანხმობით, აბრამოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა, რათა მხარეებს შორის შემდგარიყო მოლაპარაკებები.

ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, გომელში შეხვდა აბრამოვიჩს.

შემიძლიათ დაგიდასტუროთ, რომ აბრამოვიჩი საკმაოდ არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა არახამიამ „ფაინენშალ თაიმსთან“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, აბრამოვიჩი მხოლოდ საორგანიზაციო ნაწილში იყო ჩართული, ახლა კი მოლაპარაკებები უშუალოდ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელს შორის მიმდინარეობს.

ფაინენშალ თაიმსს“ აბრამოვიჩის ახლო გარემოცვიდან უთხრეს, რომ ბიზნესმენი ახლა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი რამდენიმე დღის წინ თურქეთში იყო ჩასული, სადაც იბრაჰიმ კალინს შეხვდა, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მრჩეველია საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.