კუნძულ ჯერსის სასამართლომ რომან აბრამოვიჩს შვიდი მილიარდი დოლარის აქტივები დაუყადაღა
კუნძულ ჯერსის სასამართლომ რომან აბრამოვიჩს შვიდი მილიარდი დოლარის აქტივები დაუყადაღა

ლა-მანშის სრუტეში მდებარე კუნძულ ჯერსის სასამართლომ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს შვიდი მილიარდი დოლარის აქტივები დაუყადაღა.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ შენობაში,  რომელიც სავარაუდოდ აბრამოვიჩს ეკუთვნის, 12 აპრილს ჩხრეკის ოპერაციაც ჩატარდა.

კუნძული ბრიტანეთის მონარქიის დაქვემდებარებაშია და ლონდონის მიერ დაწესებულ სანქციებს სრულად იცავს. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტის გამო დაუწესა, მას შემდეგ რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.