„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების საკითხზე კიევში ჩავიდა
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების საკითხზე კიევში ჩავიდა

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი გაემგზავრა კიევში, რათა განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც მას შემდეგ შეჩერდა, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსების სისასტიკეების თაობაზე მტკიცებულებები გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, აბრამოვიჩი უკრაინელ მომლაპარაკებლებს შეხვდა, რათა მოლაპარაკებების აღდგენის გზები განეხილა.

მედიის ცნობით, რუსი მილიარდერი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიდი ხნის კავშირები აქვს, არაფორმალური შუამავლის როლს ასრულებს მას შემდეგ, რაც მას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებში ჩართვა სთხოვა.