მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის უფლება მისცა
მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის უფლება მისცა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის უფლება მისცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ინფორამციით, საფეხბურთო კლუბის ყიდვას 4,25 მილიარდ ფუნტად ერთ-ერთი კონსორციუმი გეგმავს, რომელსაც ამერიკელი ინვესტორი ტოდ ბოლი ხელმძღვანელობს.

„ბიბისის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან გასცა გაყიდვის ნებართვა, რადგან დარწმუნდა, რომ გარიგებაში მითითებული პირობები ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს რომან აბრამოვიჩს ან სხვა სანქცირებულ პირს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსის“ გაყიდვა მაისის ბოლომდე უნდა მომხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს პრემიერლიგა დააჯარიმებდა და ასევე, მომავალ სეზონზე ვერ მიიღებდა მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის ტურნირში.

რომან აბრამოვიჩი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული იმ რუსი ოლიგარქების სიაშია, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.