სტამბოლში მიმდინარე უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში რომან აბრამოვიჩიც მონაწილეობს 
სტამბოლში მიმდინარე უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში რომან აბრამოვიჩიც მონაწილეობს 

სტამბოლში მიმდინარე უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში რომან აბრამოვიჩიც მონაწილეობს. აბრამოვიჩი დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმყოფება, სადაც უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი მოლაპარაკების დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.

მედიაში გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ აბრამოვიჩი დარბაზში თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაჰიმ კალინის გვერდით ზის.

გავრცელებული ინფორმაციით, კალინი დაეხმარა რუს ოლიგარქსა და უკრაინის დელეგაციის წევრს შორის შეხვედრების კოორდინაციას სტამბოლის სასტუმროებში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბრამოვიჩს ჰქონდა სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები, მიმდინარე თვის დასაწყისში, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ.