მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის ტრავმირებული მოთამაშეების მდგომარეობა შეაფასა.
“ყველაფერი კარგად იქნება. რონალდუ, ისკო და კარვახალი მწყობრში ჩადგებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი 150 პროცენტით იქნებიან მზად.
რა თქმა უნდა, დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამივე ითამაშებს ბოლო ტურში “ვილიარეალის” წინააღმდეგ”, – განაცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კოჭის ტრავმა “ბარსელონასთან” მატჩის პირველ ტაიმში მიიღო.