ისკო „სევილიაში“ ითამაშებს #1TVSPORT
30 წლის ესპანელი ნახევარმცველი ისკო კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს.
კლუბი კონტრაქტზე მოელაპარაკა თავისუფალი აგენტის სტატუსში მყოფ ფეხბურთელს, რომელსაც ამ ზაფხულს ამოეწურა ხელშეკრულება მადრიდის „რეალთან“. თუ ისკო წარმატებით გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რომელიც 8 აგვისტოს ჩატარდება, „სევილია“ მასთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ისკო „რეალში“ 2013-2022 წლებში თამაშობდა. მადრიდულ გუნდში მას 352 მატჩი, 29 გოლი და 30 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.