ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა მეთოთხმეტედ მოიპოვა #1TVSPORT
სერბეთში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა ოქროს მედლით დაასრულა.
მან +75 ასაკობრივ კატეგორიაში საბოლოოდ 7 ქულა მოაგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეთოთხმეტედ მოიპოვა.