„რეალს“ ზაფხულის ტრანსფერებისთვის 400 მილიონი ექნება #1TVSPORT
„რეალს“ ზაფხულის ტრანსფერებისთვის 400 მილიონი ექნება #1TVSPORT

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის „რეალის“ ბიუჯეტი 400 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

გაზეთ „მარკას“ ცნობით, ესპანეთის ჩემპიონი დიდ თანხას დაზოგავს იმით, რომ გუნდს ტოვებენ ფეხბურთელები (გარეტ ბეილი, ისკო, მარსელო), რომლებსაც დიდი ხელფასები ჰქონდათ. გარდა ამისა, კლუბი სოლიდურ თანხას მიიღებს ჩემპიონთა ლიგის მოგების სანაცვლოდ. საბოლოოდ, ზაფხულში „რეალის“ განკარგულებაში იქნება 408 მილიონი ევრო.

გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ „რეალში“ მნიშვნელოვნად გაიზრდება სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარი – 350 მილიონიდან 740 მილიონამდე.