„რეალი“ სეზონის ბოლოს სამი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს #1TVSPORT
„რეალი“ სეზონის ბოლოს სამი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს #1TVSPORT

გარეტ ბეილს, ისკოსა და მარსელოს სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალთან“ ხელშეკრულება ეწურებათ, სამეფო კლუბი კი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, – ამის შესახებ „მარკა“ იუწყება.

წყაროს ცნობით, ამის მთავარი მიზეზი როგორც სპორტული ასევე ეკონომიკური ფაქტორია. ფეხბურთელები 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა ლუკა მოდრიჩმა, რომელიც გუნდში 2022 წლამდე დარჩება.

მადრიდელები შემდეგი სეზონისთვის არაერთი სუპერვარსკვლავის დამატებას გეგმავენ, რომელთა შორის არიან კილიან მბაპე, ერლინ ჰალანდი და პოლ პოგბა. შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ახალგაზრდა ფეხბურთელის თაობაზე უკვე რამდენიმეჯერ მიმართა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა ესპანელები უარით გაისტუმრეს.