„ბეტისი“ „რეალს“ ისკოს ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT
„ბეტისი“ „რეალს“ ისკოს ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ, შესაძლოა, კარიერა „ბეტისში“ გააგრძელოს.

როგორც გაზეთი AS იტყობინება, მხარეებმა ტრანსფერზე მოილაპარაკეს. ისკო სევილიურ კლუბში სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს, რითაც „ბეტისის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. კონტრაქტი ორწლიანი იქნება. გარიგების განხორციელების ბოლო პირობაა მომავალ სეზონისთვის „ბეტისის“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა.

ამ მომენტისთვის „ბეტისი“ მეხუთე ადგილზეა ლა ლიგაში 57 ქულით. ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა ოთხ ქულას შეადგენს.