მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში

15:32, 16.11.2026

გორში ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეობდნენ სპორტსმენები 25 ქვეყნიდან. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 80 კილოგრამ და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში. ჩემპიონობა ზურაბ ჭიღლაძემ იზეიმა, აბსოლუტურ წონაში კი ოქროს მედალი უზბეკმა შოხრუხონ ბახტიაროვმა დაიმსახურა. ქართულ  ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში პირველად გასულ წელს ჩატარდა.

მსგავსი