ისკომ „რეალი“ შეიძლება „ბარსელონათი“ შეცვალოს #1TVSPORT
ისკომ „რეალი“ შეიძლება „ბარსელონათი“ შეცვალოს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო, შესაძლოა, ზაფხულში „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს.

როგორც ესპანური გამოცემა Sport წერს, ისკოს სურს „რეალის“ დატოვება, მაგრამ არ გეგმავს ესპანეთიდან გამგზავრებას. 29 წლის ესპანელზე მთავარი კანდიდატი „სევილია“ იყო, მაგრამ, ახლა, ნახევარმცველისთვის ბრძოლაში „ბარსელონა“ ჩაება.

ამ სეზონში ისკომ 14 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა. მადრიდულ კლუბთან მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება.