„რეალი“ ზაფხულში შემადგენლობის დიდ წმენდას აპირებს #1TVSPORT
epa07240424 Gareth Bale (R) of Real Madrid celebrates with teammate Marcelo scoring the 0-1 lead during the FIFA Club World Cup 2018 semifinal soccer match between Kashima Antlers and Real Madrid in Abu Dhabi, United Arab Emirates, 19 December 2018. EPA-EFE/MAHMOUD KHALED
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის „რეალი“ აპირებს გამოეთხოვოს რამდენიმე ფეხბურთელს, რომელთა ყოფნა გუნდში ეკონომიურად მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა AS-მა.
ლაპარაკია ფორვარდ ლუკა იოვიჩზე, მცვეებზე მარსელოსა და ხესუს ვალიეხოზე, ნახევარმცველებზე გარეტ ბეილზე, ისკოსა და ედენ აზარზე.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთამაშეები გუნდს დატოვებენ, მადრიდელები შეძლებენ მათი ხელფასების ხარჯზე წელიწადში 54 მილიონი ევროს დაზოგვას და ეს საშუალებას მისცემს „სამეფო კლუბს“ გაიფორმოს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე და გააგრძელოს კონტრაქტი ვინისიუსთან.
აზარი და ბეილი სეზონში 15-15 მილიონს იღებენ, ისკო და მარსელო – 8-8 მილიონს, იოვიჩი – 5 მილიონს და ვალიეხო – 3 მილიონს.