„ინტერი“ ისკოს გაფორმებითაა დაინტერესებული #1TVSPORT
„ინტერი“ ისკოს გაფორმებითაა დაინტერესებული #1TVSPORT

მილანის „ინტერი“ მზად არის, 2024 წლის ზაფხულში გაიფორმოს „ბეტისის“ ნახევარმცველი ისკო, – ამტკიცებს გამოცემა Estadio Deportivo.

31 წლის ესპანელმა ამა წლის ზაფხულში გააფორმა კონტრაქტი „ბეტისთან“. მისი ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა ძალაში. წყაროს ცნობით, „ინტერი“ მზადაა, იბრძოლოს ფეხბურთელისთვის მომავალი წლის ზაფხულში.

მომდინარე სეზონში ისკომ ყველა ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.