რიკ დემსი - ნორმალური დემოკრატიისთვის ლოგიკურია, რომ ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და მოქმედებენ განსხვავებული გზით
ლოგიკურია, რომ ოპოზიციური პარტიები არაფერზე თანხმდებიან. მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და მოქმედებენ განსხვავებული გზით. ეს ლოგიკურია ნორმალური დემოკრატიისათვის, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად საუბრისას, პოლიტიკურმა პარტიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტს.
როგორც რიკ დემსმა აღნიშნა, მხარეები უნდა დასხდნენ და სცადონ საკითხებზე საუბარი ნეიტრალურად.
„პოლიტიკურმა პარტიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას გააკეთებს. პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა წარადგინა ინიციატივა, რომ ყველა ერთად შეეკრიბა. თქვენ მიერ ნახსენები პარტია ძირითადად დაეთანხმა საკითხს და მათზეა დამოკიდებული, მოაწერენ თუ არა ხელს. მჯერა, რომ ხელმოწერა ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან შენ ამის შემდეგ შეგიძლია, მთავრობა ანგარიშვალდებული გახადო.
ლოგიკურია, რომ ოპოზიციური პარტიები არაფერზე თანხმდებიან. მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და მოქმედებენ განსხვავებული გზით. ეს ლოგიკურია ნორმალური დემოკრატიისათვის. დემოკრატია ნიშნავს, რომ გაქვს უფლება, გქონდეს განსხვავებული მოსაზრება. რამდენიმე რეკომენდაცია მაქვს, პირველ რიგში უნდა სცადოთ დეპოლარიზაცია. სრულად მესმის იმ მოვლენების, რომელიც ახლო წარსულში მოხდა. ემოციები გამძაფრდა და ეს ნორმალურია, ეს ბევრ ქვეყანაში ხდება. არაფერია არალოგიკური. შესაძლოა, იყოს ზედმეტი ემოცია, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ესეც ხდება. მხარეები უნდა დასხდნენ და სცადონ საკითხებზე საუბარი ნეიტრალურად“, – განაცხადა რიკ დემსმა.
მისივე თქმით, მთავრობამ და პარლამენტმა უნდა იზრუნონ მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.
„პრესას რაც შეეხება, მთავრობამ უნდა იმოქმედოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრესის და მედიის თავისუფლება არის შესაძლებელი. ამაზე მთავრობამ და პარლამენტმა უნდა იზრუნონ, რადგან ეს მთავარი ელემენტია ყველა საარჩევნო პროცესში. პრესას თუ არ შეუძლია ინფორმაციის ნეიტრალურად და ობიექტურად დაეყრდნოს, მაშინ ეს ხდება საკითხი, რომელიც არავის ეხმარება. ეს ჩემთვის მთავარი საკითხია და ვფიქრობ ყველას ესმის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. როგორც ვიცი, შარლ მიშელის დოკუმენტის ზოგიერთი ელემენტი უკვე შესრულებულია, ზოგი ელემენტი გზაშია, მაგალითად ძალაუფლების განაწილების საკითხი. მესმის, რომ არის განსხვავებული ინტერპრეტაციები დოკუმენტის გარკვეულ ელემენტებზე, რაც შეიძლება ლოგიკურია“, – განაცხადა რიკ დემსმა.