კახა კალაძე - შეთანხმების მთავარი შინაარსი იყო, დასრულებულიყო პოლარიზება, შეთანხმება არის იმის, რომ ერთი მხარეც ეთანხმებოდეს და მეორეც, ცალმხრივი არაფერი ვარგა
კახა კალაძე - შეთანხმების მთავარი შინაარსი იყო, დასრულებულიყო პოლარიზება, შეთანხმება არის იმის, რომ ერთი მხარეც ეთანხმებოდეს და მეორეც, ცალმხრივი არაფერი ვარგა

„ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად ჰქონდა მცდელობა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას არ ჰქონოდა მომავალი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დაანონსებულ რეფორმებს მაინც მიიყვანს ბოლომდე.

„შეთანხმებას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ პირველი პარტია, პოლიტიკური გუნი იყო „ქართული ოცნება“, რომელმაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტია არის, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი ამ ხნის განმავლობაში თავიანთი განცხადებებით მიზანმიმართულად ჰქონდა მცდელობა, რომ ამ შეთანხმებას არ ჰქონოდა მომავალი. ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკოსები, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩაითრია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ძალიან ცუდია. ხელშეკრულება გაფორმებული იყო მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რაც იყო დაანონსებული. თუმცა მიუხედავად ამ შეთანხმების გაუქმებისა, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ და გავაკეთებთ, რადგან სიტყვა გვქონდა ნათქვამი, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რა იყო ამ შეთანხმების მთავარი შინაარსი, რომ დასრულებულიყო პოლარიზება, გადავსულიყავით ნორმალურ, ცივილურ ურთიერთობაში და შეთანხმება არის იმისა, რომ ერთი მხარეც ეთანხმებოდეს და მეორეც, ცალმხრივი არაფერი ვარგა ამ ქვეყანაში, არც შეთანხმება“, – განაცხადა კახა კალაძემ.