გურამ მაჭარაშვილი - შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა ბუნებრივად მოგვიწია, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ აკრიტიკებენ, მოწოდებებია ორივე მხარის მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა ბუნებრივად მოგვიწია, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ აკრიტიკებენ, მოწოდებებია ორივე მხარის მიმართ

შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა ბუნებრივად მოგვიწია, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ აკრიტიკებენ, მოწოდებებია ორივე მხარის მიმართ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ შეთანხმების დაზიანება თავიდანვე დაიწყო.

„ალბათ, შარლ მიშელი იმ დეტალებით დაინტერესდება, რის გამოც სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებიდან გასვლა მოუწია. ოპოზიციამ ამ შეთანხმების დაზიანება თავიდანვე დაიწყო, ჯერ ხელის არმოწერით, შემდეგ მხარის არდაჭერით გარკვეულ საკითხებზე.

ეს დოკუმენტი იმდენად დააზიანეს, რომ მას მოეხდინა დეესკალაცია და პოლიტიკური ძალების გაერთიანება, პირიქით, ოპოზიციამ დოკუმენტი დაპირისპირებისთვის გამოიყენა. ამ შეთანხმებიდან გამოსვლა ბუნებრივად მოგვიწია. კრიტიკა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარეს არ არის, მოწოდებებია ორივე მხარის მიმართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.