პრეზიდენტმა 232 პირი შეიწყალა
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 232 პირი შეიწყალა. გადაწყვეტილება ეხება 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.