რამაზ ჯინჭარაძე - მქონდა მოლოდინი, რომ გუნდთან ერთად ღირსეულად გავიმარჯვებდი, მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში
რამაზ ჯინჭარაძე - მქონდა მოლოდინი, რომ გუნდთან ერთად ღირსეულად გავიმარჯვებდი, მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში

მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში, რომელიც ყოველთვის იზრუნებს ბათუმელებზე, – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი ჰქონდა.

„მე მქონდა მოლოდინი, იმისი რომ გუნდთან ერთად ღირსეულად გავიმარჯვებდი. საჯარო სამსახურში ჩემი 25-წლიანი მუშაობა მაძლევდა იმის საფუძველს, რომ ღირსეულად მეყარა კენჭი და გამემარჯვა. გუნდთან ერთად მივაღწიეთ ამ გამარჯვებას. მართლა ღირსეული გამარჯვებაა და მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს. მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში, რომელიც ყოველთვის იზრუნებს ბათუმელებზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ.

ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჭინჭარაძე იმარჯვებს. მას არჩევნებზე მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავს – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მათე ფუტკარაძე.