რომან გოცირიძე - ბევრი მიზეზის გამო, ახლა შუალედურ არჩევნებზე რესურსების დახარჯვის დრო არ არის, თუმცა პარტიები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას
რომან გოცირიძე - ბევრი მიზეზის გამო, ახლა შუალედურ არჩევნებზე რესურსების დახარჯვის დრო არ არის, თუმცა პარტიები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას

დიდ არჩევნებამდე, ფაქტობრივად, დარჩა ერთი წელი, მომავალ ამ დროს იქნება გაგანია საარჩევნო პერიოდი, ბუნებრივია, ოპოზიციას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ხარჯოს ძალა და თუნდაც ფული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიები თავად გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა პირველ ოქტომბერს შუალედურ არჩევნებში.

„დიდ არჩევნებამდე, ფაქტობრივად, დარჩა ერთი წელი. მომავალ ამ დროს იქნება, როგორც იტყვიან, გაგანია საარჩევნო პერიოდი. ბუნებრივია, რომ ოპოზიციას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ხარჯოს ძალა და თუნდაც ფული. ისედაც ვხედავთ, რომ პარლამენტს არავითარი ძალა არ აქვს, სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმ პარტიებისა და იმ ადამიანების გამო, რომლებმაც პარლამენტი დატოვეს. დროებითი საგამოძიებო კომისია ვერ შეგვიქმნია, 60 დეპუტატი ვიყავით ოპოზიციონერი და აქედან 50 დავრჩით. ბევრი მიზეზის გამო ახლა რესურსების დახარჯვის დრო ალბათ არ არის, თუმცა პარტიები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეიძლება ზოგმა მიიღოს მონაწილეობა, ზოგმა – არა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.