ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დიალიან იფანი“ ჩაიბარა. ეს ინფორმაცია თავად 59 წლის სპეციალისტმა დაადასტურა საკუთარ „ტვიტერზე“.
„ეს ახალ გამოწვევაა! ბედნიერი ვარ „დალიან იფანთან“ ერთად ახალი პროექტის დაწყების გამო“, – დაწერა ბენიტესმა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ესპანელი მწვრთნელის ხელფასი ჩინურ კლუბში წელიწადში 13.4 მილიონ ევროს გაუტოლდებოდა.
ბენიტესის ბოლო კლუბი იყო „ნიუკასლი“. ის ამ გუნდს 2016 წლის მარტიდან ავარჯიშებდა. ესპანელმა ვერ შეძლო „ნიუკასლის“ გადარჩენა ჩემპიონშიფში გავარდნისგან, მაგრამ უკვე შემდეგ სეზონში დააბრუნა ის პრემიერლიგაში. გასულ სეზონში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა ინგლისის ჩემპიონატში.
„დალიან იფანი“ ჩინეთის ჩემპიონატის 15 ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილში მეათე ადგილზეა.