რაფაელ ბენიტესი „სელტას“ მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
რაფაელ ბენიტესი „სელტას“ მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ვიგოს „სელტამ“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნის შესახებ. ესპანელი სპეციალისტი კონტრაქტს ივლისში გააფორმებს.

63 წლის ბენიტესის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ევერტონი“, საიდანაც ის 2022 წლის იანვარში დაითხოვეს. მანამდე მუშაობდა „რეალში“, „ნაპოლიში“, „ჩელსიში“, „ინტერში“, „ლივერპულში“, „ვალენსიასა“ და სხვა კლუბებში.

მწვრთნელის რანგში მას მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი და ორჯერ – ესპანეთის ჩემპიონატი.