„ევერტონი“ მთავარ მწვრთნელად სტივენ ჯერარდის მიწვევას აპირებს #1TVSPORT
„ევერტონი“ მთავარ მწვრთნელად სტივენ ჯერარდის მიწვევას აპირებს #1TVSPORT

„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა, შესაძლოა, „ევერტონი“ ჩაიბაროს. როგორც ინტერნეტგამოცემა Athletic იტყობინება, ლივერპულური კლუბი სერიოზულად განიხილავს „ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველის კანდიდატურას.

სხვა პრეტენდენტებად სახელდებიან რაფაელ ბენიტესი, დევიდ მოიესი, პაულო ფონსეკა, ერიკ თენ ჰაგი და რობერტო მარტინესი.

2020-2021 წლების სეზონზე „რეინჯერსი“ ჯერარდის ხელმძღვანელობით შოტლანდიის ჩემპიონი გახდა.

სტივენ ჯერარდი „ლივერპულში“ 1998-2015 წლებში თამაშობდა და არც ერთხელ არ გამხდარა ინგლისის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ „ევერტონთან“ კონტრაქტი გაწყვიტა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც „რეალში“ დაბრუნდა.