„დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი ინგლისში თვის მწვრთნელია - ბენიტესისა და რანიერისგან ბევრი რამ ვისწავლე #1TVSPORT
„დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი ინგლისში თვის მწვრთნელია - ბენიტესისა და რანიერისგან ბევრი რამ ვისწავლე #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი დეკემბერში პრემიერშიფისუოტფორდის“ მენეჯერი გახდა და იმდენად წარმატებულად მუშაობს, მარტში ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, – ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს. 

„ჩისკო მუნიოსმა მარტში Sky Bet Manager-ის ჯილდო მიიღო და მიუძღვნა იმ უსახელო გმირებს, რომლებიც გუნდში მუშაობენ. ესპანელმა მოიგო პრიზი ზედიზედ ხუთი გამარჯვებისთვის, სადაც გუნდმა 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. ამან „უოტფორდი“ ავტომატურად მეორე პოზიციაზე დააწინაურა“, – წერს ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პრიზი გადმომცეს. ეს პრიზი ეკუთვნის ყველას, ვინც გუნდის ვარჯიშზე იმყოფება, რადგან ყველანაირად ცდილობენ, წარმატებას მივაღწიოთ. გამიმართლა, რადგან გუნდში ბევრი კარგი ადამიანი და ძალიან კარგი სპეციალისტები მუშაობენ“, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

ჩისკო მუნიოსის დანიშვნის შემდეგ, „უოტფორდმა“ 20 თამაშიდან 14 მოიგო და თანდათანობით ლიდერებში დამკვიდრდა. 40 წლის ესპანელი, რომელიც „ვალენსიაში“ 2004 წელს ლა ლიგისა და უეფა-ს თასის გამარჯვებული იყო, სამწვრთნელო საქმიანობაში მასწავლებლებად რაფაელ ბენიტესსა და კლაუდიო რანიერის მიიჩნევს, რომელთა ხელმძღვანელობითაც „ვალენსიაში“ თამაშობდა.

„მე ეს სპეციალისტები ძალიან მომწონდა და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. რაფას ორი თვის წინ ვესაუბრე. მას ინგლისში ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა. ის ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელია“, – თქვა მუნიოსმა.

ესპანელი „დინამო თბილისში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა (98 მატჩში, 62 გოლი), ხოლო 2019 და 2020 წლებში თბილისელები მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონობამდე მიიყვანა.