„ნაპოლის“ პრეზიდენტი საგონებელშია - დე ლაურენტისი სამმა მწვრთნელმა უარით გაისტუმრა #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი საგონებელშია - დე ლაურენტისი სამმა მწვრთნელმა უარით გაისტუმრა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ მალე სეზონის წინა შეკრებას დაიწყებს, მაგრამ ჯერ გუნდს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს, რადგან ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სამმა სპეციალისტმა უარით გაისტუმრა, – ამის შესახებ „არეანაპოლი“ წერს.

„„ნაპოლი“ დომინირებდა იტალიის სერია A-ში და ყველა კონკურენტთან აშკარა უპირატესობა დაამტკიცა. გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ჯგუფურ ეტაპზე გაუსწრეს ისეთ მეტოქეებს, როგორებიც არიან „ლივერპული“ და „აიაქსი“. თუმცა, ლუჩანო სპალეტისთან დამშვიდობების შემდეგ გუნდს მწვრთნელების რიგი აღარ უდგას.

სულ მცირე, სამმა კანდიდატმა უარი თქვა „ნაპოლის“ გაწვრთნაზე. ესენი არიან – ლუის ენრიკე, ტიაგო მოტა და ვინჩენცო იტალიანო. მთავარი მიზეზი ფინანსები არ არის. ლუჩანო სპალეტის გუნდის მიერ ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ უზარმაზარი მოლოდინები გაჩნდა. სამეულმა თანამშრომლობაზე უარი იმის გამო თქვა, რომ შეეშინდათ, ამ მოლოდინებს ვერ გაამართლებდნენ.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც „ნაპოლის“ ჩაიბარებენ – მაგალითად, რაფა ბენიტესი. დე ლაურენტისისთვის ეს ერთგვარი სასოწარკვეთილი ნაბიჯი იქნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ესპანელი მწვრთნელი ცუდია ან არაადეკვატური. რაფა შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი, თუ სხვები „ნაპოლიზე“ უარს იტყვიან“, – წერს გამოცემა.