მოურინიო, ანჩელოტი და ზიდანი უეფა-ს ახალ საბჭოში მოხვდნენ, რომელიც VAR-ის გაუმჯობესებაზე იმუშავებს #1TVSPORT

16:53, 07.04.2023
NAPLES, ITALY - JANUARY 29: Jose Mourinho AS Roma coach before the Serie A match between SSC Napoli and AS Roma at Stadio Diego Armando Maradona on January 29, 2023 in Naples, Italy. (Photo by Francesco Pecoraro/Getty Images)

NAPLES, ITALY - JANUARY 29: Jose Mourinho AS Roma coach before the Serie A match between SSC Napoli and AS Roma at Stadio Diego Armando Maradona on January 29, 2023 in Naples, Italy. (Photo by Francesco Pecoraro/Getty Images)

ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი და ზინედინ ზიდანი მოხვდნენ უეფა-ს ახალ საკონსულტაციო საბჭოში, რომელიც ელიტური მწვრთნელებითა და ყოფილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

როგორც გამოცემა The Athletic-ი წერს, საკონსულტაციო საბჭოს მიზანია ფეხბურთის წესებთან, მსაჯობასთან და საფეხბურთო კალენდართან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

საბჭოს სათავეში ჩაუდგება ხორვატიის ნაკრების კაპიტანი ზვონიმირ ბობანი, რომელიც დღეს უეფა-ში ფეხბურთის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

უკვე ნახსენებ სამ მწვრთნელს დაემატნენ რიო ფერდინანდი, გარეტ საუტგეიტი, პაოლო მალდინი, ფაბიო კაპელო, ხავიერ ძანეტი, ლუიშ ფიგუ, ფილიპ ლამი, რინალდ კუმანი, მიქაელ ლაუდრუპი, რაფაელ ბენიტესი, რობერტო მარტინესი, პრედრაგ მიატოვიჩი, იურგენ კლინსმანი, რუდი ფიოლერი, პეტრ ჩეხი, ხუან მატა და რობი კინი.

საბჭოს პირველი სხდომა 24 აპრილს გაიმართება და მას დაევალება VAR-თან, უეფა-ს ტურნირებთან, მოთამაშეების კეთილდღეობასთან, ტაქტიკასთან და ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ლისაბონში ამ კვირას დაამტკიცა და მისი სხდომა წელიწადში ერთხელ უეფა-ს ოფისში გაიმართება.

მსგავსი