რადიოაქტიურ ნარჩენების სამარხმა წყნარ ოკეანეში, დაბზარვა დაიწყო
რადიოაქტიურ ნარჩენების სამარხმა წყნარ ოკეანეში, დაბზარვა დაიწყო

მარშალის კუნძულებზე, ბირთვული ნარჩენების საცავს, რუნიტის გუმბათს, ადგილობრივები საფლავს ეძახიან.

დალუქულ ორმოში მოთავსებულია 87 800 კუბური მეტრი რადიოაქტიური ნარჩენი, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ხმელეთზე ჩატარებული ცდებისას დარჩა.

1977-1980 წლებში, ენივეტოკის ატოლზე ბირთვული ცდების ადგილის გასასუფთავებლად დაახლოებით 4000 ამერიკელი ოფიცერი მუშაობდა. მათ მოხვეტეს დაბინძურებული მიწა და სხვა რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობა, ბეტონი და ჯართი.

ეს ყველაფერი რუნიტის გუმბათში ჩაყარეს და მაღლიდან ბეტონით დაფარეს.

საერთო ჯამში, კრატერში დაახლოებით 35 ოლიმპიური საცურაო აუზის მოცულობის რადიოაქტიური ნარჩენია. უმეტესი მათგანი რადიაციით დაბინძურებული ნიადაგია, რომელიც შეიცავს პლუტონიუმს — იზოტოპს, რომელიც შესუნთქვის შემთხვევაში ფილტვის კიბოს იწვევს.

თუმცა, გლობალური ოკეანის ზღვის დონის მატებასასთან ერთად, ამ ზონაში ოკეანე 1993 წლიდა წელიწადში 7 მილიმეტრით იწევს და გუმბათის ქვეშ ჩამარხულ ნიადაგში ჟონავს.

გუმბათის მწვერვალისგან განსხვავებით, თხრილის ფსკერი ბეტონით ამოვსებული არ არის. შესაბამისად, აწეული ტალღები სამარხის ჩაძირვის ან გაბზარვისა და გახსნის საშიშროებას ქმნის.

რუნიტის გუმბათი იმსხვრევა და იბზარება

1940-1950-იანი წლების ბირთვულ ცდებამდე, ენივეტოკის ატოლის მცხოვრებლები სახლებიდან გამოასახლეს და ახლომდებარე კუნძულებზე გადაასახლეს. დღეისათვის, ატოლის 40 კუნძულიდან მხოლოდ სამია ადამიანის საცხოვრებლად უსაფრთხო. ამჟამად იქ დაახლოებით 650 ადამიანი ცხოვრობს.

დაუსახლებელი რჩება კუნძული, რომელზეც რუნიტის სამარხი მდებარეობს.

2013 წელს, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ შესაძლოა, გუმბათიდან ზღვაში რადიოაქტიური ნივთიერებები ჟონავს, მაგრამ იქვე აღნიშნავდა, რომ ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა რადიაციის გაზრდილ დონეს არ მიიღებს.

თუმცა, მარშალის კუნძულების გარშემო ზღვის დონე იმატებს. 2030 წლისთვის, ოკეანემ იქ შეიძლება, 3-16 სანტიმეტრით აიწიოს, რაც გამოიწვევს უფრო ბევრ შტორმულ ტალღას და სანაპირო დატბორვებს. 2100 წლისთვის კი, გუმბათი შეიძლება წყალქვეშ აღმოჩნდეს.

ადგილობრივები შიშობენ, რომ სტრუქტურაზე გაჩენილი ბზარები შესაძლოა, მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდეს.

გუმბათმა ბოლო დროს მართლაც დაიწყო დამსხვრევა-დაბზარვა, გაიზარდა იმის ალბათობაც, რომ მომატებულმა ტალღებმა შეიძლება სტრუქტურა გახსნას. ასეთი კატასტროფის შემთხვევაში, ოკეანეში უფრო მეტი რადიოაქტიური ნარჩენი შევა და ადგილობრივებს კუნძულის დატოვება კიდევ ერთხელ მოუწევთ.

მეცნიერებმა არ იციან, არის თუ არა გუმბათის რადიაციის დონე საზიანო

ზღვის რადიოქიმიკოსმა კენ ბესელერმა, რომელის გუმბათის სიახლოვეს ნიადაგის სინჯების აღებას გეგმავს, გამოცემა Business Insider-ს უთხრა, რომ შეშფოთება რადიაციის დონის შესახებ, შეიძლება, გადაჭარბებული იყოს.

მისი თქმით, ცეზიუმი და პლუტონიუმი ყველაფერშია, რასაც ჩვენ ვჭამთ და ვსვამთ.

თუმცა, თუ ენივეტოკის ატოლის მოსახლეობამ მაინც შეისუნთქოს სამარხიდან გამოჟონილი პლუტონიუმი, შეიძლება, მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.

მეცნიერები მარშალის კუნძულებზე რადიაციის ზოგად ეფექტებს კვლავ სწავლობენ.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.