ჩერნობილის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია
ჩერნობილის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

ჩერნობილის ზონაში ხანძარია. ჩაკეტილ ტერიტორიაზე ასეთი შემთხვევები ხშირია, თუმცა ამჯერად ხანძარი დაახლოებით 3 500 ჰექტარზეა გავრცელებული. მეხანძრეები მიტოვებული ბირთვული ქარხნის ტერიტორიის გარშემო ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახდენენ.

ხანძრის გამო მოიმატა რადიაციის დონემაც, რასაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.

რადიაციის დონე ამჟამად სტაბილურია კიევში. უკრაინის რადიაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მომწამვლელი კვამლი კიევს ამ კვირაში მიაღწევს.

ხანძარს 400 მეხანძრე, 100 სახანძრო მანქანა და რამდენიმე ვერტმფრენი ებრძვის.