მარშალის კუნძულებზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

13:45, 29.10.2020

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან თითქმის ათი თვის შემდეგ, მარშალის კუნძულებზე „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისი“-ს ინფორმაციით, კუნძულზე „კოვიდ-19“ ორ ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომლები არიან. ინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან.

წყნარი ოკეანის კუნძულების უმეტესმა ნაწილმა საზღვრები პანდემიის დასაწყისში ჩაკეტა.

დღემდე რამდენიმე კუნძულზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი