კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან თითქმის ათი თვის შემდეგ, მარშალის კუნძულებზე „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისი“-ს ინფორმაციით, კუნძულზე „კოვიდ-19“ ორ ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომლები არიან. ინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან.
წყნარი ოკეანის კუნძულების უმეტესმა ნაწილმა საზღვრები პანდემიის დასაწყისში ჩაკეტა.
დღემდე რამდენიმე კუნძულზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.