ზღვის სამეურნეო წყლებით დააბინძურების გამო, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემს 65 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა
ზღვის სამეურნეო წყლებით დააბინძურების გამო, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემს 65 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 58-ე მეორე პრიმა მუხლის მეშვიდე ნაწილით ერთობლივად შეადგინეს.

ფოთის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევს 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმისა დააკისრა.

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცემა.

დატოვე კომენტარი