რუსული მედია - სევერდოვინსკთან გამორიყულ პონტონებთან რადიაცია მომატებულია

სევერდოვინსკთან გამორიყულ პონტონებთან რადიაცია მომატებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბელმოროკანალი“ ავრცელებს. რეპორტიორების ცნობით, თეთრი ზღვის მიერ სევეროდვინსკთან გამორიყული პონტონებიდან 150 მეტრში რადიაციის დონე საათში 70-დან 154 მიკრორენტგენს აღწევს. ამასთან, ახლომდებარე დასახლება ნენკოსში და სანაპიროს სხვა რაიონებში რადიაციის დონე საათში 14 მიკრორენტგენს არ სცდება.

სააგენტოში აცხადებენ, რომ რადიაციის დონე 31 აგვისტოს გაზომეს. ჟურნალისტების ცნობით, ზღვის ნაპირზე ამ დრომდე რჩება მეტალის პონტონები, რომელიც სანაპიროზე სევეროდვინსკის პოლიგონზე მომხდარი აფეთქებდიან რამდენიმე დღეში გამოირიყა.

პონტონების ნაპირზე გამორიყვიდან რამდენიმე საათში, რადიაციის დონე საათში 750 მიკრორენტგენი იყო.

შეგახსნებთ, რომ სევეროდვინსკში მდებარე სამხედრო პოლიგონზე აფეთქება 8 აგვისტოს მოხდა. შედეგად,, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი დაიღუპა.

„ნიუ იორკ თაიმის“ წერს, რომ რუსეთში სავარაუდოდ ფრთოსანი რაკეტა „ბირევესტნიკი“ აფეთქდა, რომელსაც ბირთვული ქობინი ჰქონდა.