ქუთაისში სტუდენტების სოლიდარობის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში დადიან და სკანდირებენ – „ნუ მომკლავ“.
სტუდენტები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
„მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი, შემოგვიერთდეს“, – განაცხადა აქციის მონაწილე სტუდენტმა თინათინ ამაღლობელმა.