მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

​მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლების მდუმარე აქცია მიმდინარეობს.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ოპერატორები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები გუშინ მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ.

მათი თქმით, ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელია, გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც გუშინ მედიაზე იძალადა და მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.