რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი გაიმართა

19:54, 06.04.2022

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

პერფორმანსი ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას მიეძღვნა.

აქციის მონაწილეები სიმბოლურად ხელებშეკრულები პარლამენტთან დაწვნენ, რითაც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები გააპროტესტეს.

მსგავსი