ქუთაისში სტუდენტებმა დავით სარალიძის მამას სოლიდარობა გამოუცხადეს

13:40, 01.06.2018

ქუთაისში სტუდენტების სოლიდარობის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში დადიან და სკანდირებენ – „ნუ მომკლავ“.

სტუდენტები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

„მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი, შემოგვიერთდეს“, – განაცხადა აქციის მონაწილე სტუდენტმა თინათინ ამაღლობელმა.

მსგავსი