პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

შეკრებილები გმობენ რუსეთის აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინის მოსახლეობას.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები და უკრაინის მხარდამჭერი ბანერები.

სოლიდარობის აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.