თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოსახლეობამ ხელყუმბარა იპოვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხელყუმბარა ერთ-ერთი ბინის კართან იდო.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.