საფრანგეთში, ანჟეში ხელყუმბარიანი მამაკაცი ემანუელ მაკრონის ნახვას ითხოვს და აფეთქებით იმუქრება
საფრანგეთში, ანჟეში ხელყუმბარიანი მამაკაცი ემანუელ მაკრონის ნახვას ითხოვს და აფეთქებით იმუქრება

საფრანგეთის ქალაქ ანჟეში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ნახვას ითხოვს. Reuters-ის ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურთან იმყოფება და აფეთქებით იმუქრება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელყუმბარით შეიარაღებულ მამაკაცს სავარაუდოდ, სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობებიც აქვს.

მამაკაცს ყვითელი ქურთუკი აცვია. სწორედ მსგავსი ტანსაცმელი აცვიათ საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი შეიარაღებულ მამაკაცს „ყვითელი ქურთუკების“ მოძრაობასთან.