ოზურგეთის სოფელ შემოქმედში მდებარე მაღაზიაში აფეთქება მოხდა
ოზურგეთის სოფელ შემოქმედში მდებარე მაღაზიაში აფეთქება მოხდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში მდებარე მაღაზიაში აფეთქება მოხდა.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ჩამსხვრეულია შენობის მინები.

ადგილობრივების ნაწილის განცხადებით, მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს. თუმცა, ნაწილი არ გამორიცხავს, მაღაზიაში პიროტექნიკა აფეთქდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მინების ჩამსხვრევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.