ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვეს
ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვეს

თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოსახლეობამ ხელყუმბარა იპოვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელყუმბარა ერთ-ერთი ბინის კართან იდო.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.