სოფელ კობში სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს
სოფელ კობში სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო მოყვანილი.

„აღმოჩენილი საბრძოლო მასალა დაილუქა და ექსპერტიზაზე გადაიგზავნა“, – აცხადებენ შსს-ში.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტერიტორიაზე აღმართული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა, სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.